სასამართლოში გიგი უგულავას გამოკითხვა მიმდინარეობს

 სასამართლოში გიგი უგულავას გამოკითხვა მიმდინარეობს.  მას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ორგანიზების ან მონაწილეობის საქმეზე მაგისტრ მოსამართლესთან ერთად შეკითხვებს დაუსვამენ.

მანამდე უგულავა სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად შს სამინისტროში იყო დაბარებული, თუმცა გახარიას უწყებაში მისვლამდე “ევროპული საქართველოს” ლიდერმა უარი იმ დრომდე განაცხადა, ვიდრე თავად გიორგი გახარია არ გამოიკითხებოდა.

-“რეალურად არ აპირებს გასცეს პასუხი ვინ გასცა ბრძანება ამ სისხლიან დარბევაზე, ვინ ესროლა თუნდაც მაკო გომურს და თუნდაც დანარჩენ მოქალაქეებს, რომლებმაც მზერა დაკარგეს და სიცოცხლისთვის იბრძვიან.

გამოსაძიებელია რატომ მოხდა ისე, რომ თვითონ გახარიას ინიციატივით უნდა გამართულიყო შეხვედრა და ყველა წინაპირობა იყო განმუხტულიყო სიტუაცია და მოლაპარაკების ნაცვლად მივიღეთ გაზის ტყვიების დაშენა მომიტინგეების მისამართით. ეს არის ის თემები,რომლებიც აუცილებლად უნდა დამაგრდეს სამართლებრივად, იმისათვის, რომ ხვალ როდესაც მეტ-ნაკლებად იქნება შესაბამისი სიტუაცია თავისუფალი გამოძიების ამ კითხვებზე გაეცეს პასუხი“-განაცხადა უგულავამ გამოკითხვაზე შესვლამდე.