სუმის ოლქში ერთ-ერთ საბავშვო ბაღს ორი ჭურვი მოხვდა – დაშავდა 2 ბავშვი

სუმის ოლქში, ქალაქი ახტირკაში რუსული ჯარების ნასროლი ორი ჭურვი საბავშვო ბაღის შენობას დაეცა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ჭურვების ჩამოვარდნის შედეგად დაცვის თანამშრომელი დაიღუპა, ბაღის ერთი თანამშრომელი დაშავდა  და ორმა ბავშვმა მიიღო მსუბუქი დაზიანებები.

ბავშვები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. შენობას ცეცხლი არ მოსდებია.