„ევროკავშირის სანქციები რუსეთის ეკონომიკას ათწლეულებით გააჩერებს” – ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციები რუსეთის ეკონომიკას ათწლეულებით გააჩერებს

„ევროპის ქვეყნები უკრაინას დღეს სულ უფრო მეტ კრიტიკულად მნიშვნელოვან შეიარაღებას აწვდიან. ჩვენ ჩვენს ქალაქებში, სახლებსა და სკოლებში 4 მილიონ უკრაინელს ვმასპინძლობთ. დავაწესეთ ისტორიაში ყველაზე ძლიერი სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას რეგრესის წინაშე ათწლეულების განმავლობაში დააყენებს. მისი მრეწველობა კი მნიშვნელოვანი და კრიტიკული საჭიროების ტექნოლოგიებსაა მოკლებული” – განაცხადა ლეიენმა.

ცნობისთვის, ევროკავშირი ამჟამად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს.