რუსეთში ჟურნალისტი სიტყვა „ფრონტის” თქმის გამო დააჯარიმეს

რუსეთში გამოცემა Yakutia.Info-ს რედაქტორის მოადგილე, ტიმოფეი ეფრემოვი სიტყვა „ფრონტის” თქმის გამო სასამართლომ 30 000 რუბლით დააჯარიმა.

ჟურნალისტის წარმოთქმული ფრაზა: „ქალს ფრონტზე ვერ გაგზავნი” – რუსეთის არმიის დისკრედიტაციად მიიჩნიეს.

რუსეთის სასამართლოს განმარტებით, სიტყა „ფრონტი” ომს უკავშირდება და რუსეთი არა ომს, არამედ „სპეციალურ ოპერაციას” აწარმოებს.

ჟურნალისტს სიტყვა „ფრონტის” ნაცვლად, ოფიციალური ტერმინი „კონტაქტის ხაზი“ უნდა გამოეყენებინა.

უზენაესმა სასამართლომ საქმე თავიდან განსახილველად დააბრუნა და ის დაიხურა.