ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ირანში კორონავირუსით  COVID 19-სგან დაღუპულთა რიცხვი 8-დან 12-მდე გაიზარდა, 47 კი დაინფიცირებულია.

ამის შესახებ ინფორმაცია ირანის მეჯლისის პრეზიდიუმის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ასადულა აბასიმ განაცხადა.

მანამდე, ირანის ჯანდაცვის უწყებამ გაავრცელა ცნობა, რომ ამ სენით 43 დაავადებული იყო, 8 კი გარდაცვლილი.

მსხვერპლი ირანში, კუმის, მაკაზის და მაზენდერანის პროვინციებშია დაფიქსირებული.