„საპატრიარქოს ბეჭდის და ფაქსიმელიას დაკარგვა აბსურდია, არც ჩხრეკა ჩატარებულა“ (ვიდეო)

პატრიარქის პრესსამსახურის ახალი ხელმძღვანელი, დეკანოზი მამა დავით შარაშენიძე აცხადებს. რომ საპატრიარქოს ბეჭედის ადგილზეა და ფაქსიმელიაც. მისივე განცხადებით, საპატრიარქოს ჩხრეკა არ ჩატარებულა და ეს ყველაფერი აბსურდია.

რაც შეეხება გერმანიიდან გავრცელებულ პატრიარქის მიმართვას და გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ვიდეო დამონტაჟებულია, მამა დავითი ამბობს, რომ ბათუმის მიტროპოლიტმა დემეტრემ გააკეთა სრული განცხადება, რომელსაც იზიარებს საპატრიარქო.