ლიდერი ქართული ოცნება იქნება თუ ოპოზიცია გაერთიანებული ფორმით არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას

“ხვალ რომ არჩევნები იყოს”, გაერთიანებულ ოპოზიციას 55 პროცენტი დაუჭერს მხარს, ქართულ ოცნებას კი 39 პროცენტი. კვლევა, რომლის შედეგებიც ეს რიცხვებია, მთავარი არხის დაკვეთით Ipsos-მა ჩაატარა.

 

კვლევამ აჩვენა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია გაერთიანებული ფორმით არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ლიდერი ქართული ოცნება იქნება. პარტიის მხარდაჭერა 34 პროცენტი იქნება. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ხუთპროცენტიან ზღვარს გადალახავენ: ნაციონალური მოძრაობა (29%), ევროპული საქართველო (10%), ლეიბორისტული პარტია (6%) და პატრიოტთა ალიანსი (5%).

როგორც არხი განმარტავს, კვლევა 27 იანვრიდან 5 თებერვლის ჩათვლით ჩატარდა და ცდომილება 2,5 პროცენტია