სხდომის დაწყებამდე ჯანეზაშვილი სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სხდომა გაიმართება.

უკვე ცნობილია, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ 9 საკითხს შორის უმეტესობა სასამართლოთა ნაწილში საშტატო ნუსხის ცვლილებებს და შრომითი ანაზღაურების დადგენას ეხება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 43 ვაკანსიაზე გამოაცხადა. რეგისტრაცია 6 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. საბჭოს გადაწყვეტილებით, 84 კანდიდატიდან მეორე ეტაპზე 79 გადავიდა, ორს უარი ეთქვა, სამ კანდიდატს კი, დოკუმენტების წარდგენისთვის დამატებითი ვადა მიეცა.

ცნობილია ისიც, რომ სხდომის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სპეციალური განცხადების გაკეთებას გეგმავს. განხცადების დეტალები უცნობია, თუმცა, როგორც თავად ამბობს, მისი განცხადება სასამართლო სისტემის გავლენიან პირებს შეეხება.

კანდიდატების ბიოგრაფიები იხილეთ

Biografiebi_2018