ჩვენი მეგობრები სხედან მყუდრო კაფეში, სვამენ ყავას კრუასანთან ერთად და უყურებენ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც სწორედ, იმ წუთებში ნადგურდება – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.

„როგორც ჩანს, ჩვენი მეგობრები სიამოვნებით სხედან მყუდრო კაფეში პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკში ან ბუდაპეშტში, ნელ-ნელა სვამენ ყავას კრუასანთან ერთად და უყურებენ უკრაინის ქალაქების ფოტოებს, რომლებიც სწორედ იმ წუთებში ნადგურდება. მაგრამ ჩვენი ქალაქები, მომაკვდავები, ჯერ კიდევ იბრძვიან” ,- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, დღეს მე-12 დღეა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.