“მოვიდა დრო პოლიტიკოსებმა დანაპირები მესამე მაიდანის გარეშე შეასრულონ!”

მას შემდეგ, რაც უკრაინის რადას დეპუტატმა ნადეჟდა სავჩენკომ პრეზიდენტ პოროშენკოს ხალხის მტერი უწოდა, მან უარი განაცხადა დეპუტატის იმუნიტეტსა და ხელშეუხებლობაზე. ამის შესახებ სავჩენკომ ტვიტერზე დაწერა.

-„მაიდანის სამი წლისთავია. მოვიდა დრო პოლიტიკოსებმა დანაპირები მესამე მაიდანის გარეშე შეასრულონ. მე ვასრულებ პირველ დანაპირებს-უარს ვამბობ იმუნიტეტზე და ყველას მოვუწოდებ ანალოგიურისკენ“-წერს სავჩენკო.

მან დადო ფოტო მიმართვით და საჯაროდ მიმართა რეგლამენტისა და საორგანიზაციო საკითხების კომიტეტს მოუხსნან იმუნიტეტი.