ნანა კაკაბაძე პატრიარქის დაცვის სამსახურის შემოწმებას მოითხოვს

უფლებადამცველის, ნანა კაკაბაძის თქმით, პატრიარქთან შესვლის მსურველები არ კონტროლდებიან და არავინ იცის ვინ როდის შედის მასთან. კაკაბაძე აცხადებს, რომ გაურკვეველია როგორ მივიდნენ უწმინდესთან რურუა და სააკაშვილი.  მისივე თქმით ეს პატრიარქისთვის იყო მოულოდნელი და არ იცოდა.

უფლებადამცველი იმასაც ამბობ, რომ ვერ გაარკვია ვისთან შეათანხმა სახალხო დამცველმა უწმინდესთან ვიზიტი და ამბობს, რომ შესამოწმებელია დაცვის სამსახური.

-„თავად საპატრიარქომაც ვერ დაადგინა ვისთან ჰქონდა კომუნიკაცია უჩას, შეხვედრა შეუძლია ყველას, მაგრამ ისე ხომ ვერ შეხვალ, ვიღაცას ხომ უნდა შეუთანხმო? ძალიან ბევრი რაღაცეები ხდება გაუგებარი და გაურკვეველი. ახლა ყველაზე მეტად შესამოწმებელია დაცვის სამსახური. ჩნდება კითხვები“-აცხადებს კაკაბაძე.