“ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია, არავინ დაშავებულა”

”საქართველოს რკინიგზა” ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელში გაჩენილ ხანძრთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ხანძრის ფოტო სოციალური ქსელით გავრცელდა.

რკინიგზის ადმინსტრაციის ინფორმაციით, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე მოხდა აალება.

”ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და აალების მიზეზები უახლოეს პერიოდში გაირკვევა”, – აცხადებენ რკინიგზაში.

 

კომენტარის დატოვება