ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საქველმოქმედო აქცია თანატოლებისთვის

ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ,ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა საქველმოქმედო ღონისძიება ქუთაისში, 26 მაისის ქუჩა #43 განთავსებულ ბავშვთა დღის ცენტრში.

სკოლის მოსწავლეებმა დღის ცენტრის ბავშვებს მიულოცეს დამდეგი შობა -ახალი წელი, წარუდგინეს თავიანთი ძალებით შექმნილი ღონისძიება, გადაცეს საახალწლო ნობათი და საჩუქრად დიდი საბავშვო ენციკლოპედია.

კომენტარის დატოვება