ჩვენ ეზოებში არ გავაკეთებინებთ | წყალტუბოში, 5 სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს

წყალტუბოში, 5 სოფლის მოსახლეობა აპროტესტებს პროექტს, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტში რეგიონული ნაგავსაყრელი 60 ჰექტარზე მოეწყობა.

ადგილობრივები წყალტუბოს საკრებულოს შენობასთან აქციას მართავენ. მათი თქმით, ადგილი ნაგავსაყრელისთვის შეუსაბამოა.

პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერას უცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

„არ გვნებავს იმიტომ, რომ ეს ნაგავსაყრელი კეთდება ჩვენ ეზოებში, ადგილი არის შეუსაბამო. დღეს მოვედით აქ ამ ყრუებს იქნებ გავაგებინოთ რამე, რომ ჩვენ ეზოებში არ გავაკეთებინებთ ნაგავსაყრელს. დარღვეულია ყველანაირი სტანდარტი, რაც ნაგავსაყრელს გააჩნია” – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.