„ჩვენ მოგიყვანეთ მთავრობაში, პოლიტპატიმრებმა და ჩვენვე დაგამთავრებთ! ოცნება, დედა აღარ გყავთ!“

 „ქართული მარშის“ ლიდერებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტომ ყოფილი პოლიტპატიმრის მელორ ვაჩნაძის დაპატიმრების ბრძანება გასცა. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს „ალია“ , რომელსაც ჟურნალისტმა ზაზა სვანაძემ წერილი მიაწოდა. სწორედ სვანაძის წერილზე დაყრდნობით წერს გამოცემა, რომ მელორ ვაჩნაძე უახლოეს საათებში ქვეყანას დატოვებს.

 „ალიაში“ გავრცელებულ ზაზა სვანაძის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

-ჩემთვის, როგორც მედიასთან შემხებლობაში მყოფი პირისთვის,  პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ წყაროებისგან მიღებული ინფორმაციები, საფუძვლიანად შევისწავლო, დეტალურად გადავამოწმო და შემდგომ  მოვახდინო მათი ტირაჟირება.

მაგრამ, ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის მიღმა,  დამატებით ვიტვირთე სხვა  პასუხისმგებლობაც; ვინაიდან, წლების განმავლობაში გახლდით, სააკაშვილის სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი  აქტივისტი, და არც მოქმედი ხელისუფლების კრიტიკას ვერიდები,  თავს ვალდებულად მივიჩნევ, მოვახდინო მყისიერი რეაგირება მაშინ, როდესაც ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების მიმართ ხორციელდება  ამა თუ იმ ტიპის რეპრესია, უკანონო დევნა  და ზეწოლა!

ის, რაზეც ქვემოთ მოკლედ მოგახსენებთ,  არის გადამოწმებული მასალების შედეგად, ჩემს მიერ გაანალიზებული ტექსტი და თქვენ, ”ალიას” რედაქციას, როგორც მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ მედია-ჰოლდინგს, გთხოვთ, რომ აღნიშნული მასალა ( რომელიც არ არის სტატიის ან ინტერვიუს სახით მოწოდებული ) თქვენივე გამოცემის ვებ-გვერდზე ჩემი სახელით გაატირაჟოთ, რამეთუ საქმე ეხება არა ერთი კონკრეტული აქტივისტის ბედს, არამედ ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი ნორმების თუ ღირებულებების ფუნდამენტურ ჩამოშლას!

მელორ ვაჩნაძე ამაღამ საქართველოს ტოვებს… იგი მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ემიგრაციის რთულ გზას დაადგება, თუმცა ათასობით ქართველისგან განსხვავებით ვაჩნაძე სამშობლოს პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინატე დატოვებს.

მიზეზი კი მასზე შეკერილი საქმეებია, რომელი საქმეებიდანაც იკვეთება, რომ მას არჩევნების შემდეგ დიდი ალბათობით დააკავებენ.

კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციებით, მელორ ვაჩნაძეს აქვს  მაკომპრომეტირებელი მასალები შსს-ს მაღალჩინოსნებზე, რომელიც მზის შუქს მას შემდეგ იხილავს რაც იგი საქართველოს დატოვებს.

მის მიერ ქვეყნის დატოვების მცდელობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, იმითაც არის საინტერესო რომ აღნიშნული აქტივისტი წლების განმავლობაში იყო, გაიგივებული ”ქართულ ოცნებასთან”, ვაჩნაძეს ხისტად აკრიტიკებდნენ ენმ-ს მხარდამჭერები და ლიდერებიც კი, რომელთა მმართველობის დროსაც ამ მასალის გმირი წლების განმავლობაში, ციხეში იყო გამწესებული.

უკვე ციხიდან პოლიტპატიმრის სახელით გამოსული, ხანაც ნანა კაკაბაძის დასაყრდენად მოიაზრებოდა, ხანაც მაღალი თანამდებობის ”მეოცნებეების”.  ყოველ შემთხვევაში, ძველი კონტაქტებიდან გამომდინარე მას გარკვეული კომუნიკაცია ჰქონდა ხელისუფლების ამა თუ იმ წევრთან.

ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, ძნელია იმის თქმა თუ როდის გაიარბინა  შავმა კატამ ”მეოცნებეებსა” და მას შორის, მაგრამ ფაქტია,  დაპირისპირება კულმინაციაზე ავიდა !

ამ ეტაპზე ვერ მოგახსენებთ  ( კონკრეტული ანონსის სახით, ) თუ როდის, და რა ტიპის მასალები გავრცელდება მისი ხელიდან მედიაში, მაგრამ გთხოვთ, რომ პოლიტიკური თავშესაფრის გზაზე მდგარი ვაჩნაძის და მისი ოჯახის შესახებ არსებული ინფორმაცია გაავრცელოთ ექსკლუზიურად თქვენ, რამეთუ სხვა ქვეყანაში თავშესაფრის ძიების უფლება აქვს ყველა ეროვნების ადამიანს, ყველა ქვეყნიდან, როდესაც მასზე ხდება ზეწოლა. მელორ ვაჩნაძის პერსონა კი ბევრისთვის ცნობილია, და იმის მიუხედავად, მიუღებელია თუ არა ის ვინმესთვის, ( პერსონალურად ) აქ საუბარია, ქვეყნის დემოკრატიულ სახეზე, რომელიც დემოკრატიას ფასადური ნიღბით ცვლის !

ამიტომ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი, სამშობლოს ამაღამ დატოვებს, პოლიტიკური დევნის მოტივით”.

სულ რამდენიმე ხნის წინ კი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი გაბედავას სტატუსი გამოჩნდა.

მელორ ვაჩნაძე დატოვებს საქართველოს საზღვარს უახლოეს საათებში, ისევე როგორც მე დავტოვე 5 თვის წინ… გახარიას უწყებიდან დაწყებული მთელ მთავრობას დედა აღარ გეყოლებათ საზღვარზე რომ შეუქმნათ პრობლემა. ისეთ მასალას ავტვირთავ, მიშა მოგენატრებათ, თქვე ზარდიაშვილის …..!!! ჩემი ყურით მოსმენილზე ვსაუბრობ!!! არჩევნების წინ დაუპირეთ კაცს დაჭერა იმის გამო, რაც არ ჰქონია  და ეს აღიარებული გაქვთ, რომ დანა 3 ჯერ შეტენეთ და კიდევ იჭერდით??? ხოდა ჩვენ, პოლიტპატიმრები დაგაჭერინებთ და გეჭიროთ დილამდე !!! გახარია, შენი წუთები დათვლილია!!! ოცნება, დედა აღარ გყავთ!
ჩვენ მოგიყვანეთ მთავრობაში, პოლიტპატიმრებმა და ჩვენვე დაგამთავრებთ!!! ზარდიაშვილი-მურუსიძის ….!!!-წერს გაბედავა.

თავად მელორ ვაჩნაძე კი რამდენიმე ხნის წინ იუსტიციაში საბუთების გასაკეთებლად იყო, თუმცა როგორც აცხადებს „იუსტიციის სახლმა გაჭედა”.

-„ ეხლა არ მუშაობს პროგრამა როცა ნახევარი საათია დარჩენილი რომ საბუთი გავუკეთოთ კატოს!!!
თქვე უსუსურებო მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ!!!“-აცხადებს ვაჩნაძე.

რჩევნებამდე 2 დღით ადრე საკმაოდ დაიძაბა ვითარება, თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ ლალი მოროშკინას დღეს გავრცელებულ სტატუსს

რომელზეც უკვე საზოგადოების დიდი ნაწილი „ბჭობს და მკითხაობს“, ორი აზრი არ არის, რომ თვის ბოლოს პოლიტიკაში ტემპერატურამ საკმაოდ უნდა მოიმატოს.