წყარო: მორიგი ტყუილი „ქართული ოცნებისგან“ დუშეთში

დუშეთიდან კონფიდენციალურმა წყარომ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დღეს ქართული ოცნების შტაბის წევრები მოსახლეობაში მორიგ ტყუილს ავრცელებდნენ.

-„ ქართული ოცნების“ შტაბის წევრები დადიან კარდაკარ და ყველას ეუბნებიან, რომ შემოხაზონ 48 თუ უნდათ, რომ მთის სტატუსი მიიღონ, ზოგს კი ეუბნებიან, რომ უკვე მთის კანონის სტატუსი გვაქვს და აბა თქვენ იცით-არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილი შემოხაზეთ, თორემ მინიჭებულ სტატუსს დავემშვიდობებითო.

კიდევ ერთხელ მინდა ყველას ყურადღება მივიპყრო და კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ მთის კანონი 10 წლის განმავლობაში არ გადაიხედება! კანონი არსებობს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი თვალით წაიკითხოს.

წინა საარჩევნოდ, ქართულო ოცნებავ, ნუ შეგყავთ  ამომრჩეველი შეცდომაში, თითქოსდა უკვე დუშეთს მაღალ მთიანი სტატუსი აქვს. კარგია ასე რომ იყოს, მაგრამ ნუ იყენებთ ამ „აფიორას“!

შეგახსენებთ, რომ დუშეთის მოსახლეობას ცოტა ხნის წინ ირაკლი ტრიპოლსკიც ჰპირდებოდა მთის სტატუსის მინიჭებას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.

იხ.

https://www.gmtv.ge/50822-2/