ახალი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს 9 მოადგილე ჰყავს

პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. სხდომას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის მიხედვით, პარლამენტის თავმჯდომარეს 9 მოადგილე ჰყავს. აქედან ერთი ვიცესპიკერია, დანარჩენები კი მოადგილეები. ახალ დოკუმენტში ამ ჩანაწერმა არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილება გამოიწვია. მათი შეფასებით, თავმჯდომარეს 9 მოადგილე არ სჭირდება და ეს რიცხვი უნდა შემცირდეს.

უმრავლესობის წევრებმა განმარტეს, რომ 9 მოადგილიდან ორი – აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კვოტაა, 3 ოპოზიციის, 3 უმრავლესობის და ერთი ვიცესპიკერის. ამ არგუმენტის მიუხედავად, უმრავლესობა მზადაა ეს ნაწილი გადაიხედოს და შემდგომი განხილვისთვის დოკუმენტის ჩასწორებული ვერსია წარმოადგინოს.