რადაში ოპოზიციამ პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა

უკრაინის რადაში ოპოზიციამ შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. „ოპოზიციური პლატფორმა-სიცოცხლისთვის“ მიიჩნევს, რომ ახლა მთავარია არ მოხდეს კონფლიქტის ესკალაცია და დაცული იქნას მოსახლეობის უსაფრთხოება.

-„პირველ რიგში უნდა გადადგეს პოროშენკო და დაინიშნოს პრეზიდენტოს არცევნები. პოროშენკო ეცდება ხელისუფლების უზურპაციას, რომ არ გაიმართოს არჩევნები, რადგან ის ვერ გაიმარჯვებს“-აცხადებს პლატფორმა.