“როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა ბოლომდე აბუჩად აიგდოს ქალაქი!..”

დავით ნარმანიას განცხადებას,  რომ  შესაძლოა თბილისის მერობაზე მეორე ვადითაც იყაროს კენჭი, საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ეხმაურება და ამ გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავს:

„როგორც ჩანს ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება და ეს იქნება კიდევ ერთ დაცინვა ქალაქის. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ ბოლომდე აბუჩად აიგდოს ქალაქი. ნარმანიას მერობა არის საცოდაობა. ნარმანია არის ამ ქალაქის ისტორიაში ყველაზე არაეფექტური და ყველაზე უმწეო მერი. ამ ქალაქს ჰყოლია ძალიან კორუმპირებული მერები, მავნებლები, მაგრამ ასეთი საწყალი და საცოდავი მერი ქალაქს არ ყოლია,” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარის დატოვება