ზამთარში პედაგოგებს საგნობრივი გამოცდა არ ჩაუტარდებათ

ზამთარში პედაგოგებს საგნობრივი გამოცდა არ ჩაუტარდებათ, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, პედაგოგების საგნობრივი გამოცდები რჩება, თუმცა ამას ბარიერი არ ექნება.

„სიტყვა გამოცდა და ეს ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არ ერქმევა ამას, რადგან 30 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატურია. ეს იქნება კვალიფიკაციის დადასტურება, ამაღლება. ამასთან, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც მშობლებთან ურთიერთობას შეეხება.

“არ ვიცით ჯერ პედაგოგებს გამოცდებს როდის ჩავუტარებთ, თუმცა უკვე ვიცით, რომ ზამთარში პედაგოგებს საგნობრივი გამოცდები არ ჩაუტარდებათ”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, აკადემიური ხარისხები დოქტორობა, ან დოქტორობაზე სწავლა, ასევე მაგისტრობა, ან სამაგისტროზე სწავლა, იქნება კრედიტების წყარო პედაგოგებისთვის.

კომენტარის დატოვება