პრეზიდენტი: მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ უნდა შეექმნას!

პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის თქმით,  ლარის კურსის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ  მოკლე დროში მოხდება ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება.

-„ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება საქართველოს მთავრობასთან და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან. გიორგი მარგველაშვილი ინფორმირებულია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი უწყებები პრობლემის გადასაჭრელად კოორდინირებულად მუშაობენ, რასაც პრეზიდენტი მიესალმება. საქართველოს პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეროვნული ბანკი, მოკლე დროში შეძლებენ ჩამოაყალიბონ ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის სამოქმედო გეგმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს საჭიროა სწრაფი, ეფექტიანი და ზოგჯერ არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაც კი, იმისათვის, რომ მოსახლეობის სოციალურ პირობებს საფრთხე არ შეექმნას”- განაცხადა  მიშველაძემ.

მიშველაძე

 

 

 

კომენტარის დატოვება