ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა მეორე ტურში თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს

ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში თავიანთი პოზიცია უკვე დააფიქსირეს. ცესკოს პრესსპიკერის ანა მიქელაძის თქმით, ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

ქართველმა სამხედროებმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე, მაზარიშარიფისა და ბაგრამის უბნებზე მისცეს.

ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე. ავღანეთში ჩატარებული არჩევნების ხმების დათვალ 28 ნოემბერს, 20:00 საათის მერე მას შემდეგ დაიწყება, რაც საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმის მიცემის პროცესი შეწყდება.