დავით აღმაშენებლის აკადემიამ და GeomediaTV-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს (ვიდეო)

დავით აღმაშენებლის აკადემიამ  და საინფორმაციო სააგენტომ GeomediaTV-მ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს აკადემიის რექტორმა ნანა ჯიქიამ და სააგენტოს ტექნიკურმა დირექტორმა დავით ორაგველიძემ.

თანამშრომლობის ფარგლებში საინფორმაციო სააგენტო და აკადემია მოაწყობენ შეხვედრებს, რათა მომავალი თაობისთვის ერთობლივად შექმნან სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების განხორციელებისთვის ყველა აუცილებელი კომპონენტი.

მემორანდუმის ფარგლებში სააგენტო უზრუნველყოფს აკადემიის სასწავლო, პრაქტიკული და საგანმანათლებლო საქმიანობის საინფორმაციო მხარდაჭერას.

 

კომენტარის დატოვება