სტიქია მძვინვარებს!

სურამში, მდინარე სურამელას ადიდების გამო წყალმა ეზოებში შეაღწია და საცხოვრებელი სახლების ნაწილი დატბორა.

ადიგენში სოფელ ვარხანსა და აბასთუმანში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ოცხე ადიდდა, რის შედეგადაც ათობით სახლი დაიტბორა. ადიდებული მდინარე ოცხე და მოვარდნილი ღელეები საცხოვრებელ სახლებში ისე შევარდა, რომ ადგილობრივებმა გამოსვლა ვერ მოასწერეს.

ამ დროისთვის ორი ასეთი ოჯახი ვარხანში სახლშია ჩარჩენილი. ათობით ოჯახიდან კი სამაშველო სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბავშვები და ქალები გამოიყვანეს.

“მსხვერპლი არ არის, არც დაშავებულები არიან“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

წყნეთი ახალდაბის გზაზე მეწყერი დღეს მეორედ ჩამოწვა.მეწყერის ადგილამდე მისასვლელი გზა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს აქვთ გადაკეტილი.