თბილისის მერიის საგანგებო განცხადება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს:

ძლიერი წვიმის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.

ამ დროისთვის, უამინდობას ქალაქში პრობლემები არ შეუქმნია. თბილისის მერი, მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბანში იმყოფებიან.

თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე: 2 722222.