ვიოლა ფონ კრამონი – „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს – ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ სარგებელი მოუტანა მხოლოდ კრემლს. ნათელია, რომ მას შემდეგ, რაც ნდობა დარღვეულია, ჩვენ ვერ დავუბრუნდებით ჩვეულებრივ საქმეების მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ევროკავშირს დასჭირდება გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან., – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციულმა ქმედებებმა „ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა.

„ჭეშმარიტებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტრუქციული ქმედებები და მისმა უარმა ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, „ქართულ ოცნებას“ საკმაოდ ხელსაყრელი ქვეტექსტი მისცა . საქართველოს ხალხი იმსახურებს პოლიტიკოსებს, ვინც ქვეყნის ინტერესს ყველაფერზე უფრო მაღლა აყენებს. ამიტომაც მე არასდროს არ ვუჭერდი მხარს ბოიკოტს და ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებდი, რომ ერთგულები ყოფილიყვნენ იმ ხელშეკრულებისა, რომელიც გაფორმდა და ვალდებულების, რომელიც აიღეს.

ჩვენ ჯეროვნად უნდა შევაფასოთ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შევიდნენ პარლამენტში. ოპოზიციის სამუშაოა აკონტროლოს მთავრობა და არ დარჩეს პარლამენტს მიღმა. ამ კონტექსტში მომავალი ადგილობრივი არჩევნები გახდა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი. ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს მოსახლეობას მათ ბრძოლაში სამართლიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ყველა მკვიდრმა თავისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ხმა მისცეს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.