ევროპარლამენატრი კოლეგების რეაქციიდან დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ საქართველოსთვის მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ქართულ ოცნებას“ 19 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში დაბრუნებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ევროპელი დეპუტატი აღნიშნავს, მიკროფინანსური ტრანშის შეჩერებაზე საუბარი რეალური იქნება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვხატავთ იმედს, რომ „ქართული ოცნება“ გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და დაუბრუნდება 19 აპრილის შეთანხმებას – ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ასევე, მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ შეუერთდეს ხელშეკრულებას.

რაც შეეხება იმას, თუ არ დაუბრუნდებიან ხელშეკრულებას, ჩვენ მარტში ვსაუბრობდით, რომ შეჩერდებოდა მიკროფინანსური ტრანში. კოლეგების რეაქციიდან პარლამენტში მე დავასკვენი, რომ ისინი სერიოზულად ფიქრობენ ამაზე. მე პროცედურებზე, დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ჩემი გადასაწყვეტი ეს არ არის, მარკეტა გრეგორიევა გახლავთ ამაზე პასუხისმგებელი პირი, რომელიც მაკროფინანსურ დახმარებების მიმართულებით მუშაობს. სხვა ნაბიჯებიც არსებობს, თუ არ შესრულდება ხელშეკრულება, დეტალებში არ შევალ, მაგრამ ჩვენ ვეცდებით სინქრონიზაცია მოვახდინოთ ჩვენი გადაწყვეტილებებისა აშშ-თან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.