,,ნაცმოძრაობა” იქცევა ოცნების თანამოაზრესავით… მიმძაფრებს ეჭვს, რომ “ქართული ოცნებისგან” ფინანსდება – იაგო ხვიჩია

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას თქმით, მიმდინარე პროცესები ეჭვს უჩენს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნებიდან” ფინანსდება.

“ამ ხალხს არც შერიგება უნდოდა და არც არაფერზე ხელის მოწერა, თავის დროზე ძალით მოაწერინეს და ახლა მოახერხეს და ყველაფრის და ყველას მომდურების ფასად აქედან გამოვიდნენ. “ნაციონალური მოძრაობა” იქცევა “ქართული ოცნების” თანამოაზრესავით და მე ეს მიმძაფრებს ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” “ქართული ოცნებისგან” ფინანსდება საბოლოო ჯამში,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.