თეა ჩემი მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი – გომელაური თეა წულუკიანზე

თეა წულუკიანი ჩემი  მეგობარია და ცუდს ვერ ვიტყვი –  ამ განცხადებით შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური  ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის მიერ, “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევას ეხმაურება.

გომელაურმა არ დააკონკრეტა ხედავს თუ არა მინისტრის საქციელში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ამ დრომდე უცნობია შსს-ს აპირებს თუ არა მომხდარზე გამოძიება დაიწყოს.

“დააყაჩაღა, კარგით ეხლა. თქვენ რომ იყოთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რა პასუხი უნდა გაგცეთ აბა მითხარით. თეა ჩემი ძალიან ახლობელია, ჩემი მეგობარია, ცუდ ვერ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის მე მახსოვს როცა გვიჭირდა ძალოვან უწყებებს მისი განცხადებები იყო ჩვენი მხარდამჭერი”, – თქვა გომელაურმა.

ცნობისთვის, 22 ივლისს სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა.