მიწაწითელში საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან -„გამგეობის კარებს ავჭედავთ!“

„სოფელში ვინმე რომ დააცემინებს, სიცოცხლის ნაცვლად, ერთმანეთს ერთი ვედრო წყალიო, ასე ვეუბნებით”

წყალტუბოს რაიონის სოფელ მიწაწითელის მოსახლეობა სასმელ წყალსა და ბუნებრივ აირს ითხოვს, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ სასმელი წყლის მოტანა მეზობელი სოფლიდან უწევთ. საუბრობენ ბუნებრივი აირის არარსებობის შესახებაც.

15050372_348941065468780_1285658817_n

მოსახლოება საპროტესტო აქციებით იმუქრება, მათვე თქმით ხალხი გამგეობის შენობის კარების აჭედვას აპირებს. როგორც ამბობენ, არ გამორიცხავენ აქციაზე ხელკეტებით გავიდნენ.

“21-ე საუკუნეში, თუ წყალი შეიძლება ადამიანისთის ვინმეს დაემადლებია, არ ვიცოდი. წლების წინ, მილები გაიყვანეს, მაგრამ საქმე ისე გააკეთეს, რომ მალევე გაფუჭდა. ამ მთავრობაზე მტერი იქნა დამოკიდებული და ამიტომ ჭის წყალს ვიყენებდით, მაგრამ ახლა სოფელში არსებული ყველა ჭა დამშრალია და ამიტომ ვართ გაუსაძლის დღეში. სოფელში ვინმე რომ დააცემინებს, სიცოცხლის ნაცვლად, ერთმანეთს ერთი ვედრო წყალიო, ასე ვეუბნებით”, – აცხადებს ადგილობრივი ჯუმბერ გოგისვანიძე.

მიწაწითელში არსებულ წყლის პრობლემის შესახებ საქმის კურსშია წყალტუბოს გამგეობა.  აღნიშნულ საკითხზე ჩვენ კომენტარი გამგებელს, კონსტანტინე მამისეიშვილს ვთხოვეთ, თუმცა მან ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

კომენტარის დატოვება