საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოში ტემპერატურის მკვეთრ მატებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებს ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს ტემპერატურის მკვეთრი მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მასშტაბით მომატებული ტემპერატურის გამო  ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

“გაცნობებთ, რომ ერთი კვირის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. რის გამოც, იზრდება  ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს,”- ნათქვამია განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური​ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაკვამლიანების ან  ცეცხლის  შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს.