კობა გვენეტაძე – ტურიზმის აღდგენას რამდენიმე წელი დასჭირდება

ვფიქრობთ, რამდენიმე წელი დასჭირდება ტურიზმის აღდგენას, ანუ 2019 წლის დონეზე დაბრუნებას და მის გადასწრებას, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა.

„ამ შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგანაც ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება გლობალურად პანდემია და რამდენად წარმატებულად მოხდება მისი დაძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს, რაც პირველი რიგის დაცვაა და აუცილებელია პანდემიასთან ბრძოლისათვის, სირთულეები მაინც რჩება. აქედან გამომდინარე, ეს აუცილებლად კვალს დაამჩნევს ტურიზმის აღდგენას“, – განაცხადა გვენეტაძემ.