ამერიკის საელჩო – ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვულოცავთ ამ გასაოცარ მიღწევებს

ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ვულოცავთ ამ გასაოცარ მიღწევებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე  წერს.

„ლაშა ტალახაძემ დღეს ძალოსნობაში სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ვულოცავთ ლაშას ამ გასაოცარ მიღწევებს და საქართველოს ტოკიოს ოლიმპიადაზე მეშვიდე მედალს!“ – აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.

ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მან +109 კგ წონით კატეგორიაში ატაცში 223 კგ. დაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. მან ასევე აკვრაში 265 ასწია და ჯამში 448 კგ დასძლია, რაც მორიგი მსოფლიო რეკორდია.