სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვა

ზაზა სარალიძემ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია შეხვდება თუ არა ის პრემიერს. როგორც მან განაცხადა, ის მეუღლესთან მიდის.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობაშია უკვე ხორავაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამა. შენობაშია ასევე სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

პრემიერი შეხვდება ყველა შვილმკვდარ მშობელს, ოღონდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების გარეშე- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა შალვა თადუმაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.