კიევში „თანასწორობის მარში“ ინციდენტით დასრულდა

კიევში ყოველწლიური „თანასწორობის მარში“ გაიმართა. წელს მარშის მონაწილეთა რიცხვი 2016 წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა, თუმცა, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გაზრდილია მათი მოწინააღმდეგეების აგრესიაც.

დღეს პოლიცია იძულებული გახდა დაეკავებინა განსაკუთრებით აგრესიული ანტიმარშელები, რომლებმაც დროშის დაწვა და ქუჩების ბლოკირება სცადეს.

მარშის მონაწილეებმა შეკრება დილი 8 საათზე დაიწყეს. მარშის მონაწილეებს შორის იყვნენ დიდი ბრიტანეთის ელჩი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე, უკრაინაში მყოფი გაეროს წარმომადგენლები.მარშს მხარდაჭერა გამოუხატა კანადის ელჩმა რომან ვაშუკმაც.

თანასწორობის მარშის დევიზი იყო „სამყარო ყველასია!“

მარშს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია, თუმცა სამათალდამცველებმა შეძლეს სიტუაციის კონტროლირება, მაგრამ მარშის მონაწილეებმა მსვლელობა კონკრეტულ ქუჩებში უფრო მალე დაასრულეს.