დაკავება თაღლითობის ფაქტზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ფაქტზე,   თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მიწის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, მომსახურების განყოფილების  ყოფილი  თანამშრომელი, დავით გასოევი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, ერთ-ერთ მოქალაქეს მოტყუებით დაპირდა, რომ ქალაქ თბილისში, მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების მოპოვებაში დაეხმარებოდა, რისთვისაც გამოიყენებდა საკუთარ კავშირებს თბილისის საკრებულოს წევრებთან, სანაცვლოდ კი მოითხოვა 4 000 აშშ დოლარი. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული თანხის ნაწილის, 2 000 დოლარის აღების ფაქტზე დააკავა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

კომენტარის დატოვება