“ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის და საგანძურის გადასარჩენად” – ხელოვნების მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს

“ჩადექი ცოცხალ ჯაჭვში მუზეუმის და საგანძურის გადასარჩენად” – ამ ლოზუნგით შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმთან აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები კულტურის სამინისტროსგან და თეა წულუკიანისგან მუზეუმთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას ითხოვენ და ამბობენ, რომ ეროვნული საგანძური საფრთხის ქვეშააა.

შეგახსენებთ, რომ ხელოვნების მუზეუმიდან ექსპონატების ევაკუაციის და შენობის დანგრევის შესახებ საუბარი საჯაროდ 22 ივლისს დაიწყო, როცა გასაჯაროვდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, “შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელია და, შესაბამისად, უმჯობესია მუზეუმის ეს ნაწილი დაინგრეს და იმავე მასალებით ახალი აშენდეს”.

ექსპერტიზის დასკვნა კომპანია “კარიატიდამ” მოამზადა.