მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში რამდენიმე დღით მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იქნება შესაძლებელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში რამდენიმე დღით მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება იქნება შესაძლებელი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის
განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება
მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

სხვა დანარჩენი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება.