საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო

საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდმა ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო წერს და ქვეყანას წარმატებას ულოცავს.

“ვულოცავთ საქართველოში C ჰეპატიტის აღმოფხვრის გუნდს დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) უმაღლესი ჯილდოს მიღებას ბრწყინვალე პარტნიორობისთვის.

CDC-ს დირექტორმა როშელ ვალენსკიმ C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული გასაოცარი სამუშაო აღნიშნა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება და რომელმაც 2015 წლიდან 52,000-ზე მეტი ადამიანი განკურნა,” – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.