ჩვენ გვაქვს პანდემიის ასინქრონული და არასისტემური მართვის პრინციპი – ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოს აქვს პანდემიის ასინქრონული და არასისტემური მართვის პრინციპი – ამის შესახებ მან ,,რუსთავი 2″- ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია რა ტიპით მართავს ქვეყანა პანდემიას.

,,ეს არის სერიოზული შფოთვის საგანი ყველა სპეციალისტისთვის, რა მეთოდით ვმართავთ ამ პანდემიას. ეს არის შვედური მეთოდი, ანუ მიშვებული გვაქვს და პოპულაციურ იმუნიტეტს ვაღწევთ, ეს არის ზომიერი რეგულაციები თუ ეს არის ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი?! არ ვიცით რა ტიპის მართვასთან გვაქვს საქმე, ეს კითხვის ნიშნები არსებობს და პასუხები არ გაგვაჩნია, არის სრულიად ასინქრონული და არასისტემური მართვის პრინციპი. რაღაც ეტაპზე მართვის ერთ ტიპს ვიყენებდით, შემდეგ მეორეს, მოხდა დერეგულაცია, ჩამოვაწერეთ ჯარიმები ყველას, თითქოს დამთავრდა პანდემია. იმას ვიმკით ახლა, რაც დავთესეთ,” – განაცხადა კულუმბეგოვმა.