გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 აგვისტოს 10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს სოფელ გლდანში, ავჭალის მასივში, ავჭალა 2-ის დასახლებაში.

10:30-დან 18:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებს – სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი.

11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, ქსანი, პატარა ქანდა, აღაიანი, ხოლო 11:00-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს ქ. მცხეთაში სამხედროს, ნარეკვავის, კახეთის, ღართიკარის, სააკაძის, ქართლის, აღმაშენებლის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.