„ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენ – მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენ არის მიმართული.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს,  გამოსავალი არსებული სიტუაციიდან „ოცნების“ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება და ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება არის.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის დასავლური კურსის ცვლილებისკენ, ამას ორი წინაპირობა აქვს – ბიძინა ივანიშვილის პირადი ვალდებულებები რუსეთთან და „ოცნების“ დაუოკებელი სურვილი ხელისუფლების შენარჩუნების, თუნდაც ეს ქვეყნის ევროატლანიკურ კურსს ეწინააღმდეგებოდეს… სად არის გამოსავალი? „ოცნების“ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხება, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა 2022 ში, ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება. დროა საზოგადოების სრული მობილიზების და გაერთიანების“, – წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.