ჟურნალისტებმა პოროშენკოს არადეკლარირებული ვილა აღმოაჩინეს

ჟურნალისტური გამოძიების შედეგად, რომელიც რადიო „თავისუფლების“, „UA პირველის“ და პროგრამა „სქემა“-ს ერთობლივი პროექტია, ესპანეთში აღმოჩნდა ვილა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტს ეკუთვნის, თუმცა პოროშენკოს დეკლარაციაში მითითებული არ არის.

ჟურნალისტები ამბობენ, რომ ოფიციალურად ვილა პოროშენკოს სახელზე არ არის გაფორმებული, ის უკრაინის პრეზიდენტის მიერ კონტროლირებად ფირმას Feruvita SL-ს სახელზეა რეგისტრირებული.

1254 კვადრატული მერტის ვილა ორსართულიანია, გვერდით ბასეინია, მიწის ფართობი კი 0,26 ჰექტარს შეადგენს.

როგორც საგამოძიებო პროექტი გვამცნობს, ვილა 1993 წელს აშენდა, პოროშენკოს ფირმამ კი 2008 წელს შეიძინა. საკუთრების ფასი 4 მილიონი ევროა.

31 ოქტომბერს პოროშენკომ შეავსო ელექტრონული დეკლარაცია 2015 წლის მდგომარეობით, დეკლარაციის თანახმად, მან პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის დროს 121 ათასი გრივნა აიღო. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ მას აქვს 62 მილიონი გრივნა, ფლობს ფასიან ქაღალდებს და 104 კომპანიას. მის საბანკო ანგარიშზე საერთაშორისო სავალუტო ბანკში ითვლება 26,3 მილიონი დოლარი, 14,4 ათასი ევრო და 540,5 ათასი გრივნა.

ამას გარდა, როგორც დეკლარაციაში მიუთითა ფლობს 30 მილიონ გრივნად ნაყიდი სახლი და 5 მიწის ნაკვეთი, მთლიანობაში 35 ატასი კვადრატული მეტრი. დეკლარაციაში ნათქვამია, რომ უკრაინის პრეზიდენტის და მისი ოჯახის საკუთრებაშის 7 ავტომობილი და კატერი.

 

კომენტარის დატოვება