დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა და მერიამ შეთანხმებას მიაღწიეს

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა და მერიამ შეთანხმებას მიაღწიეს.

2-დღიანი გაფიცვის შემდეგ მერია თბილსერვისის თანამშრომლებს იანვრიდან ხელფასების მომატებას, 21 დღეში კი არსებული პრობლემების მოგვარებას – სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა.

გაციფულები ამბობდნენ, რომ მათ ხელფასის სახით 1250 ლარი უნდა აეღოთ, თუმცა, 700 ლარი ერიცხებათ. ასევე, ზაფხულში აცვიათ ზამთრის უნიფორმები, რაც მათ მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის.  მათივე თქმით, მოძველებულია ტექნიკა და მანქანები, რაც მათ სიცოცხლის საფრთხეს უქმნის. ასევე, მოითხოვეს შვებულებით სარგებლობის უფლება და ჯანმრთელობის უფასო დაზღვევა.

იმ შემთხვევაში, თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების სამუშაო პირობები 21 დღეში არ გაუმჯობესდება, ისინი კვლავ გაფიცვას აანონსებენ.