ლევან იოსელიანი – ექიმები არიან ის ადამიანები, ვისი ძალისხმევითაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, მეორე საკითხია, ითვალისწინებს თუ არა მთავრობა მათ რჩევებს

ექიმები არიან ის ადამიანები, ვისი ძალისხმევითაც ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა, მეორე საკითხია, რას აკეთებს მთავრობა და ითვალისწინებს თუ არა მათ რჩევებს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

„სააკაშვილის განცხადებაზე კომენტარი არ მინდა გავაკეთო, მაგრამ თქვენს მიერ ჩამოთვლილი ექიმები არიან ის ადამიანები, ვისი ძალისხმევითაც ამ ქვეყანაში ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა და ეს ხალხი, ეს სამი ადამიანი თავს არ ზოგავს იმისთვის რომ შეძლებისდაგვარად მართული იყოს ეპიდემიოლიგიური სიტუაცია. მეორე საკითხია, რას აკეთებს მთავრობა და ითვალისწინებს თუ არა მათ რჩევებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში მათი რჩევები მთავრობის მხრიდან არ არის გათვალისწინებული“, – განაცხადა იოსელიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა,  მიხეილ სააკაშვილმა გუშინ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ „სამთავრობო ექიმები იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყვნენ, ტელევიზორში არიან გამოკერებული და ტყუილს ტყუილზე ლაპარაკობენ“.