მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას უნდა გავუმკლავდეთ პანიკის და ისტერიის გარეშე, თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში, აპოკალიფსია პირდაპირ – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანა იმყოფება აქტიურ საარჩევნო კამპანიაში და საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა.

„მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში. აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლოში ეს ხდება. მანამდე მომადგნენ, ყოველ დღე აქციებს მიტარებდნენ “კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით. ობიექტურად მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც. დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას. ახლა ჩვენ შემოვიღეთ ასეთი რეგულაცია – 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება და მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით აქტიურ საარჩევნო კამპანიაში, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.