გასაკონტროლებელია ანტივაქსერული პროპაგანდა – საქართველოში არ გვაქვს ფუფუნება იმისა, რომ ეს დამღუპველი პროპაგანდა გავრცელდეს – ზურაბ გურული

დაღუპული პაციენტების გამო ანტივაქსერულ პროპაგანდაში ჩართულ ადამიანებს ეკისრებათ პასუხიმგებლობა – ამის შესახებ ექიმმა, ზურაბ გურულმა ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანტივაქსერი ადამიანები იყენებენ ოკუპანტი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციებს.

,,არსებობენ ადამიანები. რომლებიც იყენებენ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, განსაკუთრებით ოკუპანტი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ გავრცელებულ ათას ფსიქოლოგიური ზემოქმედების მქონე ხარახურას და აი, ამით აზომბირებენ ხალხს. ეს ადამიანები ხდებიან პროპაგანდის მსხვერპლნი. დაღუპული პაციენტების გამო ანტივაქსერულ პროპაგანდაში ჩართულ ადამიანებს ეკისრებათ პასუხიმგებლობა. იმ ადამიანებს, რომლებმაც შეაშინეს სხვები ვაქცინაციის გამო. თუ ჩვენ გვინდა პროგრესულ მსოფლიოსთან ერთად ყოფნა, პროგრესული მსოფლიო იცრება. დღეს საქართველოში გვაქვს ასეთი სიტუაცია და ჩვენ არ გვაქვს ფფუნება იმისა, რომ ეს დამღუპველი პროპაგანდა გავრცელდეს და დავღუპოთ ყოველდიღურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი,” – განაცხადა ზურაბ გურულმა.