“აღმაშენებელზე” მარტო მე ვხედავ რა ხდება?! გამოფხიზლდი, ხელისუფლებავ!

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი

“აღმაშენებლის გამზირზე”გამოფხიზლდი ხელისუფლებავ!

გამოფხიზლდი, თვალები გაახილე,შეხედე, თითქმის მთელი გამზირი საროსკიპოებად გადაიქცა!

არსებული ბარები და სხვა დაწესებულებები აი ისეთი მარტო თქვენ რომ ვერ ხედავთ და დანარჩენებმა რომ ვიცით! არაბები,ერაყელები,სირიელები,თურქები პროსტიტუციაში არიან ჩაბმულები და ღუპავენ ჩვენს დებს, ძმებსა და შვილებს!

მოვუწოდებ ხელისუფლებას გამოფხიზლდით! ჩაატარეთ რეიდები და ნახეთ რა ხდება რეალურად თქვენი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში!

ასევე მოგმართავთ თხოვნით შეისწავლოთ თბილისის ცენტრში მდებარე ღამის კლუბები, სადაც ქართველ გოგონებს უფასოდ,  არაფრის ფასად არ უშვებენ! დროა გონს მოვეგოთ და გავახილოთ თვალები,პატივი ვცეთ საკუთარ თავს,საკუთარ რწმენას,მომავალსა და ამხელა კულტურისა და ტრადიციის მქონე ქვეყანას,ჩვენს ქვეყანას! სახელად საქართველოს!

კომენტარის დატოვება