არ ვაპირებ სასამართლოში გამოცხადებას – ელენე ხოშტარია

პოლიტიკური მოძრაობა ,,დროას” დამფუძნებელმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას სასამართლოში იბარებენ.

,,სასაცილოსთან ერთად ცინიკურია, რომ ლექსი ლაშქარავას გარდაცვალების დღეს ხელისუფლება ბედავს, რომ არა იმ მოძალადეებს , ვინც იძალადეს ხალხზე, არამედ მე მეძახის სასამართლოში. მე მინდა ვთქვა, რომ არ ვაპირებ არც სასამართლოში გამოცხადებას და არც ამ ცრუ ფარსში მონაწილეობის მიღებას. პირიქით, ეს გვმატებს იმ ენერგიას, რომ მსგავსი სასამართლო პროცესები რომ არასდროს არ გაიმართოს ჩვენს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში. იმისთვის, რომ მოძალადეს ჰქონდეს თავისი ადგილი და აზრის გამოხატვა იყოს ყოველთვის დაცული. ეს პროცესი შეუძლიათ ჩაატარონ რამდენჯერაც უნდათ,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ

შეგახსენებთ, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს, სიმბოლურად, ხოშტარიამ მტავრობის ადმინისტრაციას წითელი საღებავი შესახებ, როგორც ძალადობის და სისხლის სიმბოლო.