დუღილი მართლაც გვაქვს ეკონომიკაში, მაგრამ პრობლემების დუღილი – ბადრი ჯაფარიძე

დუღილი მართლაც გვაქვს ეკონომიკაში, მაგრამ პრობლემების დუღილი – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ პირობებში საქმიანობა მეწარმეების მხრიდან არის გმირობის ტოლფასი.

,,ის რაც ხდება ეკონომიკაში, დუღილისგან ძალიან შორის არის. ეკონომიკაში არის პრობლემების დუღილი და არა ის, რომ ეკონომიკა ვითარდება. დუღილი მართლაც გვაქვს ეკონომიკაში, მაგრამ პრობლემების დუღილი. მე მინდა, რომ ძალიან დიდი პატივისცემა გამოვხატო იმ მეწარმეების მიმართ, რომლებიც ამ ურთულეს მდგომარეობაში ახერხებენ , რომ არ გააჩერონ თავიანთი საქმიანობა, ადამიანებს სამსახურები შეუნარჩუნონ და არ დატოვონ ლუკმა-პურის გარეშე. იმ პირობებში საქმიანობა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით არის წარმოუდგენელი სირთულის, ეს არის გმირობის ტოლფასი” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.